|
|
სიახლეები საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში SuperFin Service Pack 2.031
(მონაცემთა ბაზის ობიექტები-31.001; ფორმები-31.001; მოდულები-31.001; ანგარიშგებები-31.001; ინსტრუმენტების ზოლი-31.001; სწრაფი ზოლი-31.001)
|
|
|
განყოფილება "SuperFin"
|
|
|
მიმდინარე განახლებიდან მყიდველის
ანგარიშთან მონაცემების დაკავშირების ფანჯარაში დაემატა ტრანსპორტისა და მძღოლის
მითითების საშუალება. აქ შეტანილი ინფორმაცია შემდეგში გამოიყენება რეალიზაციისა და
დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებების ავტომატური შევსებისათვის.
|
| |
 |
|
|
მიმდინარე განახლებიდან, ყველა საბუთის
ფანჯარაში ანგარიშ-ფაქტურაში მონაწილე საბუთებს დაემატა
აღნიშვნა,
რითიც თვალსაჩინოდ გამოკვეთილია ანგარიშ-ფაქტურებში მონაწილე საბუთები.
|
| |
 |
|
ბრუნვის ფანჯრიდან მიღებულ ანგარიშის
ამონაწერში დაემატა მოკორესპონდენტო ანგარიშის დასახელების სვეტი.
|
|
 |
|
შემოსავლების
სამსახურის ვებ გვერდზე, ანგარიშ-ფაქტურაში არსებული ყველა განზომილება უკვე ზუსტად
აისახება პროგრამიდან ვებ გვერდზე ანაგრიშ-ფაქტურის გადატანის დროს.
|
|
ყველა განზომილება
ასევე სწორად აისახება გასავლის ზედდებულიდან მიღებულ ანგარიშ-ფაქტურის ელექტრონულ
დანართში.
|
|
ანგარიშ-ფაქტურაში იმ
საბუღალტრო ოპერაციის არჩევისას, რომელშიც მონაწილეობდა 1411, 1412 და ა.შ.
ანგარიშებზე არსებული მყიდველი, არ გადაქონდა რეალიზაციის თანხა. ხარვეზი
გასწორებულია. |
|
ბანკისა და
სალაროს მოძრაობის ფანჯრიდან მიღებულ ამონაწერში დაემატა კორესპონდენციის სვეტი,
სადაც ჩანს ოპერაციებში მონაწილე მოკორესპონდენტო ანგარიშის ნომერი და დასახელება.
|
|
 |
|
საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად შეიცვალა საგადახდო დავალების ამოსაბეჭდი
ფორმა.
|
| |
 |
|
მომსახურე პერსონალის
ფანჯარაში, ფილტრში დაემატა კომენტარით ძებნის საშუალება და შესაძლებელია
თანამშრომლის ბარათის კომენტარის ველში შეტანილი ინფორმაციით ფილტრი. მაგლითად: თუ,
თანამშრომელთა ბარათებში, კომენტარში მითითებული იქნება მათი ხელფასის გაცემის სახე
(ნაღდი ან გადარიცხვა), საშუალება იქნება დაიფილტროს და მოინიშნოს გაცემის ერთი
ტიპის მქონე ხალხი ცალკე უწყისის შექმნის მიზნით.
|
| |
 |
|
მომსახურე პერსონალის
რედაქტირების ფანჯარაში საბანკო ანგარიშის ველს დაემატა არჩევანის საშუალება.
ღილაკზე
ზემოქმედებით იხსნება პიროვნების საბანკო ანგარიშების არჩევანის ფანჯარა სადაც
შესაძლებელია მოხდეს სასურველი საბანკო ანგარიშის არჩევა.
|
| |
 |
| |
პიროვნების სახელფასო საბანკო ანაგრიში მითითებული უნდა იყოს ხალხის ფანჯარაში
თანამშრომლის ბარათში, რაც ხელფასის გაცემის საბუთიდან, საჭიროების შემთახვევაში,
საგადახდო დავალების სრულად შევსებისა და ამობეჭდვის საშუალებას იძლევა.
|
|
ხელფასის საბუთის
რედაქტირების ფანჯარაში დაემატა საგადახდო დავალების ამობეჭდვის საშუალება.
|
| |
 |
|
ხელფასის საბუთიდან
საგადახდო დავალების ავტომატურად შესავსებად საჭიროა, რომ თანამშრომლის ბარათში
საბანკო ანგარიშის ველში არჩეული იყოს მისი საბანკო ანგარიში.
|
|
საწყობის
რედაქტირების ფანჯარაში დაემატა მისამართის, სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის
მონაცემების მითითების საშუალება.
|
| |
 |
|
ზოგიერთ
შემთხვევაში ვაჭრობა/წარმოების საბუთების რედაქტირებისას ხდებოდა შეტანილი საქონლის
თანიმდევრობის ცვლილება. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
წარმოების საბუთში, თუ
მზა პროდუქციის წარმოების ერთერთი კომპონენტი შეტანილი იყო დეკომპლექტაციის
ნაწილშიც, პროგრამას გამოქონდა შეტყობინება წარმოებაში ერთიდაიგივე კომპონენტის
ორჯერ მონაწილეობის შესახებ და საბუთი არ ტარდებოდა. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
ერთი მომხმარებლის
მიერ ჩატარებულ მოძრაობა/წარმოება/ჩამოწერის საბუთს ვერ ბეჭდავდა სხვა
მომხმარებელი. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
გასავლის
ზედდებულის ფანჯარაში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები
მიმდინარე განახლებიდან გასავლის
ზედდებულში საქონლის არჩევით ერთეულის ფასის ველში გამოდის საქონლის ფასი დღგ-ის
ჩათვლით, ხოლო ველში ”მშ. დღგ” ავტომატურად გამოითვლება დღგ-ის თანხა. თუ, საქონლის
ბარათში ფასთან მონიშნული არ არის ”შედის დღგ”, მშ. დღგ-ის ველში მიიღება ნული,
სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თანხის ხელით შეტანა.
|
| |
 |
| |
გასავლის ზედდებულში ერთი საქონლის
ორჯერ შეტანის შემთხვევაში საბუთის თანხმობის დროს უკვე ხდება საქონლის ნაშთის
კონტროლი და არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში საბუთი არ ტარდება.
|
| |
გასავლის ზედდებულის დაკვეთის
საფუძველზე შექმნის შემთხვევაში ავტომატურად არ ივსებოდა მყიდველისა და ტვირთის
მიმღების შესაბამისი ველები. ხარვეზი გასწორებულია.
|
| |
თუ, გასავლის ზედდებული წარმოადგენს
ქვეზედნადებს, პირველ დამატებით ინფორმაციაში შესაძლებელია მიეთითოს მონიშნვა
”ქვეზედნადებია” და პროგრამა ავტომატურად აჩვენებს იმ აქტიური დისტრიბუციის საბუთის
ნომერს და თარიღს, რომლის ქვეზედანდებსაც იგი წარმოადგენს.
|
| |
მყიდველი შესაძლებელია მოინიშნოს
როგორც უცხოელი.
|
| |
ტვირთის გამგზავნის მისამართის ველი
ავტომატურად ივსება არჩეული საწყობის მისამართით. იმ შემთხვევაში თუ, საწყობის
მისამართის ველი ცარიელია, ორგანიზაციის ფაქტიური მისამართით.
|
| |
ტვირთის გამგზავნის პასუხისმგებელი
პირის ველები ავტომატურად ივსება არჩეული საწყობის უფროსის სახელით და თანამდებობით
(თანამდებობა მითითებული უნდა იყოს საწყობის უფროსის პიროვნების ბარათში).
|
| |
 |
| |
გასავლის ზედდებულის მეორე დამატებით
ინფორმაციაში შესაძლებელია მიეთითოს ტრანსპორტირების ხარჯის გამწევი და
ტრანსპორტირების ღირებულება.
|
| |
სატრანსპორტო საშუალების ნომრის,
მძღოლის სახელის და მისი პირადი ნომრის ველები ავტომატურად ივსება შემდეგნაირად:
თუ, ტრანსპორტირების გადამხდელად არჩეულია გამყიდველი - საბუთში არჩეული საწყობის
ტრანსპორტისა და მძღოლის მონაცემებით, ხოლო თუ არჩეულია მყიდველი - საბუთში არჩეული
მყიდველის ანგარიშზე მითითებული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის მონაცემებით.
|
| |
 |
|
მოძრაობა/წარმოება/ჩამოწერის საბუთში
განხორციელდა შემდეგი ცვლილებები.
|
| |
საბუთში დაემატა ფასის ტიპის არჩევანის
ველი.
|
| |
საწყობიდან საქონლის სრული რაოდენობით
გადატანის ან ჩამოწერის გამარტივების მიზნით საბუთს დაემატა საწყობში არსებული
მიმდინარე ნაშთებით საქონლის ერთიანად შეტანის საშუალება.
|
| |
 |
| |
აღნიშნულ ღილაკზე ზემოქმედებით საბუთში
მიიღება საწყობის ველში შეტანილ საწყობში არსებული საქონლის სია მიმდინარე ნაშთებით.
|
| |
საქონლის არჩევანის ფანჯარაში დაემატა
ფასის ველები, სადაც საქონლის ბარათიდან გადმოდის საქონლის ერთეულის ფასი და
მითითებული რაოდენობის შესაბამისად დათვლილი სულ ფასი.
|
| |
 |
| |
პირველ დამატებით ინფორმაციაში დაემატა
არჩევანის საშუალება საბუთის rs.ge-ზე გაგზავნისას საქონლის ფასები გაიგზავნოს თუ
არა, რადგან შიდა გადაზიდვის შემთხვევაში დაშვებულია, რომ საქონელს გასაყიდი ფასი
არ მიეთითოს.
|
| |
ტვირთის გამგზავნისა და მიმღების
მისამართის ველები ავტომატურად ივსება არჩეული საწყობების მისამართის ველებში
შეტანილი ინფორმაციით. იმ შემთხვევაში თუ, საწყობის მისამართის ველი ცარიელია,
ორგანიზაციის ფაქტიური მისამართით.
|
| |
ტვირთის გამგზავნისა და მიმღების
პასუხისმგებელი პირის ველები ავტომატურად ივსება არჩეული საწყობის უფროსის სახელით
და თანამდებობით (თანამდებობა მითითებული უნდა იყოს საწყობის უფროსის პიროვნების
ბარათში).
|
| |
გაგზავნისა და მიღების თარიღებთან
დაემატა დროის (საათი და წუთი) მისათითებელი ველები.
|
| |
 |
| |
მეორე დამატებით ინფორმაციაში დაემატა
ტრანსპორტირების ღირებულების მითითების საშუალება.
|
| |
დისტრიბუციის შემთხვევაში ავტომატურად
ივსება ტრანსპორტისა და მძღოლის მონაცემების ველები, მიმღებ საწყობთან
დაკავშირებული მონაცემებით.
|
| |
 |
|
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას
დაემატა გასავლის ზედდებულისა და მოძრაობის საბუთის შემოსავლების სამსახურის ვებ
გვერდზე გაგზავნისა და სინქრონიზაციის საშუალება.
|
| |
საბუთების rs.ge-ზე გაგზავნის და
სინქრონიზაციის უზრუნველსაყოფად საჭიროა სერვისი/პარამეტრები/ელ ა.ფ განყოფილებაში
შევსებული იყოს სერვისის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
|
| |
 |
| |
გასავლის ზედდებულის ან მოძრაობის
საბუთის ვებ გვერდზე გაგზავნის მიზნით მონიშნეთ იგი და ინსტრუმენტების ზოლში
ღილაკზე
ზემოქმედებით გამოიძახეთ ’გაგზავნა/განახლება rs.ge-ზე’ ფანჯარა (შენიშვნა: საბუთი
არ გაიგზავნება, თუ მისი თარიღი ნაკლებია მიმდინარე თარიღზე).
|
| |
 |
| |
საბუთის გაგზავნისას შესაძლებელია
აირჩიოთ სტატუსი (შენახული, აქტიური ან დასრულებული), რომლითაც გნებავთ საბუთის
ასახვა ვებ გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ, საბუთი უკვე ასახულია ვებ გვერდზე რომელიმე
სტატუსით, გაგზავნის ფანჯარაში ჩანს მისი მიმდინარე სტატუსი და ახალი სტატუსის
არჩევანის ველში ჩანს მხოლოდ იმ სტატუსთა ჩამონათვალი, როგორი სახითაც მიმდინარე
ეტაპზე შესაძლებელია მისი გაგზავნა.
|
| |
გასავლის ზედდებულის ან მოძრაობის
საბუთის აქტიურად ან დასულებულად გაგზავნისას თარიღისა და დროის ველები ავტომატურად
შევსებული არის მიმდინარე თარიღით და დროით (თუ, საბუთში შეტანილი არ არის
გაგზავნისა და დასრულების თარიღი და დრო). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია
მათი შეცვლა. საბუთის გაგზავნის შემდეგ გააქტიურების თარიღი და დრო ავტომატურად
აისახება საბუთის პირველ დამატებით ინფორმაციაში, რომლის შეცვლაც უკვე შეუძლებელი
იქნება.
|
| |
გასავლის ზედდებული ვებ გვერდზე
იგზავნება შესაძლებელი ორივე ფორმით ”ტრანსპორტირებით” და ”ტრანსპორტირების
გარეშე”. თუ, მეორე დამატებით ინფორმაციაში გააქტიურებული არ არის ”ტრანსპორტირების
სახე” საბუთი ვებზე გაიგზავნება როგორც ”ტრანსპორტირების გარეშე”. ხოლო, თუ აქტიური
არის ”ტრანსპორტირების სახე” იგი გაიგზავნება როგორც ”ტრანსპორტირებით”.
|
| |
გასავლის ზედდებულის, რომელიც
წარმოადგენს დისტრიბუციის ქვეზედნადებს და პირველ დამატებით ინფორმაციაში მონიშნული
აქვს ”ქვეზედნადებია”, გაგზავნისას იგი ვებ გვერდზე აისახება როგორც ქვეზედნადები
და პროგრამაშიც ნომერი მიენიჭება დისტრიბუციის (მთავარი ზედნადების) საბუთის
შესაბამისად.
|
| |
გასავლის ზედდებულის ვებ გვერდზე
გაგზავნისას, საჭირო ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში პროგრამას გამოაქვს
შესაბამისი შეტყობინება შესაძლო მიზეზების შესახებ.
|
| |
პროგრამაში გამოწერილ გასავლის
ზედდებულს და მოძრაობის საბუთს, რომელიც ჯერ არ არის გაგზავნილი ვებ გვერდზე,
სტატუსი აქვს ცარიელი.
|
| |
rs.ge-ზე გაგზავნილ საბუთებს მათი
მდგომარეობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სტატუსი, რაც პროგრამაში გამოიხატება
საბუთის ნომრის წინ არსებული შესაბამისი აღნიშვნით.
|
| |
შავი ისარი - შენახული
საბუთი; მწვანე ისარი - აქტიურისაბუთი; ლურჯი ისარი - დასრულებული საბუთი; წითელი ჯვარი - გაუქმებული საბუთი; წითელი კითხვის ნიშანი - გასარკვევი საბუთი;
|
| |
სინქრონიზაციის ღილაკზე ზემოქმედებით
მოხდება ეკრანზე არსებული საბუთების სტატუსის შედარება/განახლება ვებ გვერდთან,
ასევე ვების მიერ საბუთისათვის მინიჭებული ნომრის ასახვა პროგრამაში. იმ
შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე აქტიურად გაგზავნის შემდეგ, კორექტირების მიზნით
საბუთში შეტანილი იქნება საქონლის რაოდენობრივი ან თანხობრივი ცვლილება,
სინქრონიზაციის შედეგად საბუთი გახდება გასარკვევი და შესაბამისად გაუჩნდება
აღნიშვნა ”?” (წითელი
კითხვისნიშანი). ასეთ დროს, შეცვლილი ჩანაწერი საბუთში წითელი ფერის იქნება.
|
| |
 |
| |
ხელახლა გაგზავნით საბუთს მოეხსნება სტატუსი გასარკვევი და ჩანაწერიც აღარ იქნება წითელი ფერის.
|
| |
საბუთს, რომელიც გაუქმებულ იქნა ვებ
გვერდზე, პროგრამაში მიენიჭება სტატუსი გაუქმებული/გასარკვევი (X?). ასეთი საბუთის წაშლა პროგრამაში
შეუძლებლია და საჭიროა მას მოეხსნას შესრულება. შესრულების მოხსნის შემდეგ საბუთი
აღარ იქნება ”გასარკვევი” და იგი დარჩება როგორც გაუქმებული (X).
|
|
|
მიმდინარე განხლებიდან საქონლის
მოძრაობის ფანჯარაში, თუ ეკრანზე გამოტანილია რომელიმე ქვესაქაღალდის ინფორმაცია,
F5 კლავიშზე ზემოქმედებისას ხდება არსებული ქვესაქაღალდის მდგომარეობის
შენარჩუნება. ასევე, უკვე შესაძლებელია პარალელურად რამდენიმე საქონლის მოძრაობის
ფანჯრის გახსნა და თითოეულში ინდივიდუალური პარამეტრების მითითება.
|
|
|
ფასეულობების მოძრაობის ფანჯარაში, თუ
ეკრანზე მიღებულია რომელიმე ქვესაქაღალდის ინფორმაცია, F5 კლავიშზე ზემოქმედებისას
ხდება არსებული ქვესაქაღალდის მდგომარეობის შენარჩუნება.
|
|
ფასეულობის გრძელი დასახელებისას
ჯამური საბუთების შექმნისას ხდებოდა შეცდომა. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
დაემატა და განახლდა შემდეგი
ანგარიშგების ფორმები:
|
|
 |
დასაქმებულთა მ.შ. ქალების
რაოდენობა და ხელფასი
(3 KB; ZIP)
|
|
 |
ინფორმაცია პიროვნების შვებულების
შესახებ
(3 KB; ZIP)
|
|
|
დაემატა და განახლდა GSS
ექსელის შემდეგი ფორმები: |
|
 |
გავლილი მანძილის რეესტრი
(6 KB; ZIP)
|
|
|
განახლების პაკეტის 2.031 დამატება 1
(მონაცემთა ბაზის ობიექტები-31.001;
ფორმები-31.002; მოდულები-31.005; ანგარიშგებები-31.001; ინსტრუმენტების ზოლი-31.001; სწრაფი ზოლი-31.001)
|
|
|
გასავლის ზედებულში, თუ მყიდველი არ
იყო არჩეული, მეორე დამატებით ინფორმაციაში ტრანსპორტირების გადამხდელად მყიდველის
არჩევის შემთხვევაში ხდებოდა შეცდომა, რომელიც გასწორებულია.
|
|
გასავლის ზედდებულში და
მოძრაობა/წარმოება/ჩამოწერის საბუთში ტრანსპორტირების გადამხდელის და
ტრანსპორტირების ღირებულების ველები გადამზიდველის ნაწილიდან გადატანილია
ტრანსპორტირების ნაწილში.
|
|
ველები რომლებიც ელექტრონულ სასაქონლო
ზედნადებში არ გამოიყენება გახდა ნაცრისფერი.
|
| |
 |
|
სუპერფინსა და rs.ge-ს შორის კავშირის
რეგისტრაციის არ არსებობის შემთხვევაში, საბუთების გაგზავნის ან სინქრონიზაციის
დროს პროგრამას უკვე გამოაქვს კორექტული შეტყობინება.
|
| |
 |
| |
როგორც შეტყობინებიდან ჩანს, პრობლემის
აღმოფხვრის მიზნით საჭიროა პროგრამა სუპერფინი ერთხელ მაინც გაიხსნას Windows
ოპერაციულ ადმინისტრატორის უფლების მქონე მომხმარებლის მიერ.
|
|
თუ, ეკრანზე არსებული საბუთებიდან
არცერთი არ იყო გაგზავნილი rs.ge-ზე, სინქრონიზაციის დროს ხდებოდა შეცდომა. ხარვეზი
გასწორებულია.
|
|
მომავალი თარიღის საბუთის rs.ge-ზე
გაგზავნის შემთხვევაში (რაც დაუშვებელია), ეს საბუთი rs.ge-ზე აისახებოდა მიმდინარე
თარიღში. ხარვეზი გასწორებულია.
|
|
|
განახლების პაკეტის 2.031 დამატება 2
(მონაცემთა ბაზის ობიექტები-31.001;
ფორმები-31.004; მოდულები-31.007; ანგარიშგებები-31.001; ინსტრუმენტების ზოლი-31.001; სწრაფი ზოლი-31.001)
|
|
|
გასავლის ზედდებულში ან მოძრაობის
საბუთში ტვირთის გამგაზვნის ან მიმღების გრძელი მისამართის შემთხევევაში, სასაქონლო
ზედნადების rs.ge-ზე გაგზავნისას პროგრამას გამოქონდა შეცდომის შეტყობინება.
აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ rs.ge-ზე გამგაზვნის ან მიმღების მისამართის
ზომა შეზღუდულია.
|
|
მიმდინარე განახლებიდან, თუ პროგრამაში
შეტანილი მისამართის ზომა აღემატება rs.ge-ზე დაშვებულ ზომას, იგი გაიგზავნება
არასრული სახით, rs.ge-ზე დაშვებული მაქსიმალური ზომის გათვალისწინებით.
|
|
მიმდინარე განახლებიდან, თუ საქონლის
ბარათში გასაყიდ ფასთან მონიშნული არ არის ”შედის დღგ”, გასავლის ზედდებულში მისი
არჩევისას, ველი ”მშ. დღგ” ნულით შეივსება, რომელიც საქონლის რაოდენობის ან ფასის
შეცვლის შემთხვევაშიც დარჩება უცვლელი.
|
| |
 |
|
მიმდინარე განახლებიდან,
მოძრაობა-წარმოება-ჩამოწერის საბუთში, დამატებითი ინფორმაციის ჩანართები გამოჩნდება
მხოლოდ იმ შემთხევევაში, როცა მოძრაობის ტიპის ველში არჩეული არის “საქონლისა და
მასალების მოძრაობა“. ყველა დანარჩენ შემთხვევაში (წარმოება, დეკომპლექტაცია,
ჩამოწერა) დამატებითი ინფორმაციის ჩანართებში არსებული ინფორმაცია არ გამოიყენება
და ამიტომ აღნიშნული დანართები საერთოდ აღარ ჩანს.
|
| |
 |
|
მოძრაობა-წარმოება-ჩამოწერის საბუთის
პირველ დამატებით ინფორმაციაში, ველები, რომლებიც ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში
არ გამოიყენება, გახდა ნაცრისფერი.
|
|
მოძრაობა-წარმოება-ჩამოწერის საბუთში,
დისტრიბუციის არჩევის შემთხვევაში, პირველ დამატებით ინფორმაციაში, მიმღების ველები
იქნება პასიური სახით.
|
| |
 |
|
საქონლის ინვენტარიზაციის ფორმაში,
საწყობების სორტირება ხდებოდა მათი შექმნის თანმიმდევრობის მიხედვით და არ
ემთხვეოდა საწყობების ფანჯარაში არსებულ თანმიმდევრობას, რომელიც სორტირებულია
ანბანის მიხედვით. მიმდინარე განახლებიდან ინვენტარიზაციის უწყისში საწყობების
სორტირება მოხდება ისევე, როგორც საწყობების ფანჯარაში.
|
|
განახლდა შემდეგი
ანგარიშგების ფორმები:
|
|
 |
მყიდველისათვის გამოწერილი ზედნადებების ელექტრონული რეესტრი
(3 KB; ZIP)
|
|
 |
რეალიზაცია/დაბრუნება
(3 KB; ZIP)
|
|
 |
რეალიზაცია/დაბრუნება - საქაღალდის არჩევით
(3 KB; ZIP)
|