SuperFin | ჩვენს შესახებ | პროდუქტები
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
1.jpg (4851 bytes)  
ჯგუფური გატარებები

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4

ჯგუფური გატარებები

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.
აღწერა:
ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').
ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:


მონიშნეთ ოპერაციის ტიპი ჯგუფური გატარებები და
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება.

ფანჯარა შედგება ორი, დებეტური და კრედიტული, ნაწილისაგან.
სვეტში 'დებეტური ანგარიშები' მიუთითეთ დებეტური ანგარიშის ნომერი, რომელზეც გინდათ შეასრულოთ საბუღალტრო გატარება. ხოლო სვეტში 'კრედიტული ანგარიშები' მიუთითეთ შესაბამისი კრედიტული ანგარიშის ნომერი.
სვეტში 'თანხა'
   ჩაწერეთ სასურველი თანხა, ხოლო სვეტში 'ვალუტა' ამოირჩიეთ ვალუტის ტიპი.
თუ რომელიმე ნაწილში აირჩევთ ორ ანგარიშს, მეორე ნაწილი გაპასიურდება.

ოპერაცია არ გატარდება, სანამ დებეტურ და კრედიტულ მხარეს თანხის ჯამური რაოდენობა არ იქნება იდენტური.
სწორედ ამ მნიშვნელობების გათანაბრებას ემსახურება ღილაკი 'გაათანაბრე'. მასზე თაგვის მოქმედებით ხდება გაპასიურებული ნაწილის თანხის მნიშვნელობის გათანაბრება აქტიური ნაწილის თანხათა ჯამთან.
სვეტში 'ვალუტა' თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა თანხა მიუთითოთ სასურველ ვალიუტაში. ამასთან ფანჯრის ქვედა ნაწილში მოცელუმი ველების 'საკურსო რაოდენობა' და 'კურსი' შესაბამისი მნიშვნელობების მითითების შემდეგ ღილაკზე 'გაათანაბრე' თაგვის მოქმედებით სისტემა ავტომატურად შეცვლის ფანჯრის გაპასიურებულ ნაწილში ჩაწერილი თანხის მნიშვნელობას მითითებული კურსის შესაბამისად.
ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით საბუთში აისახება საბუღალტრო გატარებები.
ოპერაციის რედაქტირების ფანჯარაში ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულებული ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში, ხოლო გატარებები კი დაემატება საბუღალტრო გატარებების სიაში.
ოპერაციის ეს ტიპი მარტივად წყვეტს თანხის სხვადასხვა ანგარიშებზე განაწილების პრობლემას, ამარტივებს საქმეს და ამცირებს მასზე დახარჯულ დროს.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge