SuperFin | ჩვენს შესახებ | პროდუქტები
1.jpg (4851 bytes)
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
1.jpg (4851 bytes)  
ანგარიშის სავალუტო ნაშთების გადაფასება

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4

ანგარიშის სავალუტო ნაშთების გადაფასება

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.
აღწერა:
ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').
ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:


მონიშნეთ ოპერაციის ტიპი ანგარიშის სავალუტო ნაშთების გადაფასება და
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება, კერძოდ კონკრეტული ანგარიშის სავალუტო ნაშთების გადაფასება სამუშაო დღის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების მდგომარეობით.


ველში 'გადაფასების ანგარიში' მიუთითეთ ის ანგარიში, რომლის ნაშთების გადაფასებასაც აპირებთ. ამავე ოპერაციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ არჩეული ანგარიშის ბარათის ან ამავე ბარათის ქვეანგარიშების სავალუტო ნაშთების გადაანგარიშების შესრულება. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება  ანგრიშთა გეგმის, ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი ანგარიში და დააფიქსირეთ
'Enter' კლავიშით.

ველში 'გადაფასების ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რომლის ნაშთების გადაფასებასაც აპირებთ. პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ სასურველი ვალუტა და დააფიქსირეთ
'Enter' კლავიშით.
ველში 'სავალუტო რაოდენობა' და 'კურსი' ავტომატურად მითითებულია ფანჯარაში სავალუტო კურსი დაფიქსირებული მიმდინარე კურსი. მისი შეცვლა შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში.
ველში 'ანგარიში რომელზედაც უნდა მოხდეს გადაფასების ოპერაცია' მიეთითება ანგარიში ანგრიშთა გეგმიდან, რომლის გავლითაც სრულდება სავალუტო ნაშთების გადაფასება მიმდინარე ინსტრუქციის თანახმად. ახალი ანგარიშთა გეგმისათვის კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული მოგება ავტომატურად მიდის ანგარიშზე 5310 (მოგება), ხოლო ზარალი ანგარიშზე 5320 (ზარალი).
ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულდება საჭირო გადაფასების გატარებები.

ოპერაციის რედაქტირების
ფანჯარაში ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით შესრულებული გადაფასების ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში.


     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge