1.jpg (4851 bytes)
 SuperFin | ჩვენს შესახებ | პროდუქტები
1.jpg (4851 bytes)
 
განახლების პაკეტი
პარტნიორები
ფასები
მომხმარებლის
სახელმძღვანელო
 

 

როგორ განვაახლოთ პროგრამა SuperFin:


პროგრამის SuperFin 6 განახლება მარტივი პროცედურა. იგი ხორციელდება სპეციალური პროგრამის SuperFinUpdater დახმარებით.

თუ თქვენს კომპიუტერში არ არსებობს SuperFinUpdater , ან არსებული განმაახლებელი არ გაძლევთ  პროგრამის განახლების საშუალებას როგორც დისკეტიდან, ასევე სერვერიდან, საჭიროა გადაიწეროთ ახალი განმაახლებელი პროგრამა SuperFinUpdater :

SuperFinUpdater.exe   GSSUpdate.dll   GSSControls.dll 

გადმოიწერეთ ფაილები თქვენთვის სასურველ საქაღალდეში და პროგრამის 'SuperFin' განსაახლებლად გაუშვით ფაილი SuperFinUpdater.exe .
ამ ფაილიდან პროგრამის ერთჯერადი განახლების შემდეგ პროგრამის ინსტრუმენტების ზოლში ემატება პიქტოგრამა და განახლდება არსებული SuperFinUpdater.  ამიერიდან თქვენ საშუალება გექნებათ შემდგომში განაახლოთ პროგრამა 'SuperFin' როგორც დისკეტიდან, ასევე სერვერიდან.

პროგრამის 'SuperFin' განახლება ინტერნეტიდან:

I. განაახლეთ პროგრამა 'SuperFin' კომპიუტერიდან, რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან.

II. განაახლეთ პროგრამა 'SuperFin' კომპიუტერიდან, რომელიც არაა მიერთებული ინტერნეტთან, მაგრამ თქვენ გაქვთ ინტერნეტში მუშაობის საშუალება.

 

  I.  განახლება კომპიუტერიდან, რომელიც მიერთებულია ინტერნეტთან: Top

პროგრამის 'SuperFin' განსაახლებლად საჭიროა განმაახლებლის SuperFinUpdater შესრულებაზე გაშვება. ეს შესაძლებელია პროგრამის ინსტრუმენტების ზოლში  პიქტოგრამაზე თაგვის ზემოქმედებით. ან, თუ თქვენ სისტემაზე ერთხელ მაინც გაქვთ განახლებული პროგრამა 'SuperFin' , 'SuperFinUpdater' -ის შესრულებაზე გაშვება შეგიძლიათ Windows® 95/98/NT/2000 გარემოში 'Start' მენიუში მდებარე ქვემენიუდან Programs/GSS/SuperFin Updater/SuperFinUpdater.
ჩვენ გირჩევთ,
განმაახლებელი გაუშვათ თვითონ პროგრამიდან, ამ შემთხვევაში რედაქტირებადი ველი 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად იქნება შევსებული თქვენს კომპიუტერზე დარეგისტრირებული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერით.
განმაახლებლის შესრულებაზე გაშვების შედეგად გახსნილი ფანჯარა შემდეგნაირად გამოიყურება:


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ველში 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად ეთითება თქვენი პროგრამის სარეგისტრაციო ნომერი. 
განახლების მეთოდიში მონიშნულია ველი - 'სერვერიდან'
ველში 'ვერსია'  ამოირჩიეთ თქვენს კომპიუტერზე დაყენებული პროგრამის SuperFin ვერსია.
ველში 'მიუთითეთ ფაილების ჩამოტვირთვის საქაღალდე' მითითებულია Temp საქაღალდე, საქაღალდეში, რომელშიც ჩაწერილია გაშვებული განმაახლებელი პროგრამა. ხოლო, თუ თქვენ გსურთ გადმოწერილი ფაილების სხვა საქაღალდეში შენახვა,  პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით ამოირჩიეთ სასურველი მისამართი, ან რედაქტირებად ველში შეიტანეთ იგი.
დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

მონაცემების სწორად მითითების შემთხვევაში  ეკრანზე მიიღება ფანჯარა 'ინფორმაცია':
სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ თქვენს მიერ შეტანილი ინსტალაციის პარამეტრები და მიუთითოდ განახლების პაკეტის ვერსია.
განმაახლებელი პროგრამა SuperFinUpdater თვითონ იღებს პროგრამის რეგისტრებიდან განახლების პაკეტის მიმდინარე ვერსიის ნომერს და განახლების პაკეტს აგენერირებს აღნიშნული ვერსიის შემდგომი ვერსიების განახლების პაკეტების ფაილებისაგან. ამით ამცირებს სერვერიდან გადმოსაწერი ფაილების ზომას. თუ თქვენ გაქვთ სურვილი სერვერიდან გადმოიწეროთ განახლების პაკეტის უფრო ძველი ვერსიები დააჭირეთ ღილაკს 'შეცვალე განახლების პაკეტის ვერსია' და დაარედაქტირეთ ველი 'განახლების პაკეტის ახალი ვერსია'.
იმ შემთხვევაში თუ განმაახლებელმა ვერ მოიძია განახლების პაკეტის ნომერი (თქვენ გაქვთ პროგრამის SuperFin ძველი ვერსია), საშუალება გეძლევათ რედაქტირებად ველში თავად მიუთითოდ  იგი. თქვენს პროგრამაში  დაინსტალირებული განახლების პაკეტის ნომერი შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის SuperFin ძირითადი მენიუს 'დახმარება' ქვემენიუს 'პროგრამის შესახებ'   ფანჯრის გახსნით.
პარამეტრების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი 'წინა' და თქვენ ავტომატურად გადახვალთ ინასტალაციის წინა ფანჯარაში.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეაჩეროთ ინატალაციის პროცესი დააჭირეთ ღილაკს 'შეწყვეტა'. შედეგად ეკრანზე გამოდის ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის დამადასტურებელი ფანჯარა:
სადაც კითხვაზე 'ნამდვილად გნებავთ პროგრამის შეწყვეტა' დადებითი პასუხის ნიშნად დააჭირეთ ღილაკს 'კი' (ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აღადგენს წინა საინსტალაციო პაკეტს).
ღილაკის 'არა' დაჭერის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად დაბრუნდებით თქვენს მიერ გავლილი ინსტალაციის პროცედურის შესაბამის ბოლო ფანჯარაში. ჩვენს შემთხვევაში ფანჯარაში 'ინფორმაცია'.
დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი' და განაგრძეთ ინსტალაცია.
ამის შემდეგ მყარდება კავშირი ფირმის GSS სერვერთან ინტერნეტის ქსელის საშუალებით და იწყება განახლების პაკეტის გენერაციას:

თქვენი პროდუქტის სარეგისტრეციო ნომერისა და განახლების პაკეტის ნომრის შესაბამისი განახლების პაკეტის გენერირების შემდეგ განმაახლებელი პროგრამა იწებს შესაბამისი ფაილების: Update.cab და Update.Inf გადმოწერას:

ფაილების გადმოწერის პროცესის დამთავრების შედეგად ავტომატურად იხსნება ფანჯარა 'ინფორმაცია':

სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ინსტალაციის პარამეტრები და გამოდის შეტყობინება: გთხოვთ გათიშოთ ყველა გაშვებული პროგრამა SuperFin. წინააღმდეგ  შემთხვევაში განახლების ინსტალაციის პროცესი არ გაგრძელდება.
პროცესის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

პროგრამაში განახლების შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი სიახლეებისა და ცვლილებების დროს (მაგ. ბაზის სტრუქტურის ცვლილებისას ) იხსნება ფანჯარა 'ყურადღება':
გაეცანით ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას და მხოლოდ აღწერილი მითითებების შესრულების შემდეგ მონიშნეთ ველი 'წავიკითხე' და გააგრძელეთ ინსტალაციის პროცესი.

ამით წარიმართება განახლების საბოლოო ეტაპი: ფაილების განახლება.
აღნიშნული პროცედურის წარმატებით ჩატარების ნიშნად ფანჯარაში 'დასასრული' მიიღებთ შეტყობინებას 'ინსტალაცია უშეცდომოდ დასრულდა' .

ველი 'კომპიუტერის გადატვირთვა' ავტომატურად მონიშნულია და ღილაკზე 'დასასრული' დაჭერა გამოიწვევს სისტემის გადატვირთვას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო არ გსურთ მიმდინარე მომენტში კომპიუტერის გადატვირთვა, ინსტალაციის პროცესი დასრულებულად არ ითვლება.

 II. განახლება კომპიუტერიდან, რომელიც არ არის მიერთებული ინტერნეტთან: Top

თუ კომპიუტერი, რომელზეც დაინსტალირებულია პროგრამა 'SuperFin', (კომპიუტერი  A), არ არის მიერთებული ინტერნეტთან, მაგრამ თქვენ გაქვთ ინტერნეტში მუშაობის საშუალება სახვა კომპიუტერიდან (კომპიუტერი B) , და გაქვთ სურვილი განაახლოთ პროგრამა ჩვენი სერვენიდან, განმაახლებელი პროგრამა SuperFinUpdater გაძლევთ ამის საშუალებას. ამისათვის საჭიროა გადმოიწეროთ ინტერნეტიდან, ჩვენი სერვერიდან, განახლებული ფაილები, B კომპიუტერის საშუალებით, და შემდეგ განაახლოდ პროგრამა 'SuperFin', A კომპიუტერი ს საშუალებით.
განახლების პროცესის უშეცდომოდ დასრულებისათვის გთხოვთ შეასრულოთ შემდეგი მითითებანი:
ჩვენი საიტიდან გადაიწერეთ პროგრამის 'SuperFin' გაგნმაახლებელი პროგრამა SuperFinUpdater B კომპიუტერზე. (განმაახლებელი მოიცავს 2 ფაილს და gssupdate.dll SuperFinUpdater.exe). B კომპიუტერიდან გაუშვით შესრულებაზე ფაილი SuperFinUpdater.exe, შედეგად, დაიწყება განახლების პროცესი და გაიხსნება ფანჯარა:


ველში 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' უშეცდომოდ შეიყვანეთ თქვენი პროგრამული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერი. 
განახლების მეთოდიში მონიშნულია ველი - 'სერვერიდან'
ველში 'ვერსია'  ამოირჩიეთ A კომპიუტერზე დაყენებული პროგრამის SuperFin ვერსია
ველში 'მიუთითეთ ფაილების ჩამოტვირთვის საქაღალდე' მითითებულია გაშვებული განმაახლებელი პროგრამის საქაღალდეში Temp საქაღალდე. ხოლო, თუ თქვენ გსურთ გადმოწერილი ფაილების სხვა საქაღალდეში შენახვა,  პიქტოგრამაზე თაგვის მოქმედებით ამოირჩიეთ სასურველი მისამართი, ან რედაქტირებად ველში შეიტანეთ იგი.
დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

ინსტალატორი აწარმოებს თქვენს მიერ შეყვანილი მონაცემების გადამოწმებას. შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში სისტემა იძლევა შესაბამის შეტყობინებას. ასე მაგალითად სარეგისტრაციო ნომრის შეცდომით მითითების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფანჯარა:
დააჭირეთ ღილაკს 'თანხმობა' და გადაამოწმეთ შეყვანილი ინფორმაცია.
მონაცემების სწორად მითითების შემთხვევაში  ეკრანზე მიიღება ფანჯარა 'ინფორმაცია':
სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ თქვენს მიერ შეტანილი ინსტალაციის პარამეტრები და მიუთითოდ განახლების პაკეტის ვერსია.
განმაახლებელი პროგრამა SuperFinUpdater განახლების პაკეტს აგენერირებს აღნიშნული ვერსიის შემდგომი ვერსიების განახლების პაკეტების ფაილებისაგან. ამით ამცირებს სერვერიდან გადმოსაწერი ფაილების ზომას.  თქვენს პროგრამაში დაინსტალირებული განახლების პაკეტის ნომერი შეგიძლიათ იხილოთ, A კომპიუტერზე, პროგრამის SuperFin ძირითადი მენიუს 'დახმარება' ქვემენიუს 'პროგრამის შესახებ'   ფანჯრის გახსნით.
ინსტალაციის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.
პარამეტრების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ღილაკი 'წინა' და თქვენ ავტომატურად გადახვალთ ინასტალაციის წინა ფანჯარაში.
თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეაჩეროთ ინატალაციის პროცესი დააჭირეთ ღილაკს 'შეწყვეტა'. შედეგში ეკრანზე გამოდის ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის დამადასტურებელი ფანჯარა:
სადაც კითხვაზე 'ნამდვილად გნებავთ პროგრამის შეწყვეტა' დადებითი პასუხის ნიშნად დააჭირეთ ღილაკს 'კი' (ინსტალაციის პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აღადგენს წინა საინსტალაციო პაკეტს).
ღილაკის 'არა' დაჭერის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად დაბრუნდებით თქვენს მიერ გავლილი ინსტალაციის პროცედურის შესაბამის ბოლო ფანჯარაში. ჩვენს შემთხვევაში ფანჯარაში 'ინფორმაცია'.
დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი' და განაგრძეთ ინსტალაცია.
ამის შემდეგ მყარდება კავშირი ფირმის GSS სერვერთან ინტერნეტის ქსელის საშუალებით და იწყება განახლების პაკეტის გენერაციას:

თქვენი პროდუქტის სარეგისტრეციო ნომერისა და განახლების პაკეტის ნომრის შესაბამისი განახლების პაკეტის გერერირების შემდეგ განმაახლებელი პროგრამა იწებს შესაბამისი ფაილების: Update.cab და Update.Inf გადმოწერას:

ფაილების გადმოწერის პროცესის დამთავრების შედეგად ავტომატურად იხსნება ფანჯარა 'ინფორმაცია':

სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ინსტალაციის პარამეტრები.
პროცესის გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

ფაილების გადმოწერის პროცედურის წარმატებით დასრულების ნიშნად ფანჯარაში 'დასასრული' მიიღებთ შეტყობინებას 'პროგრამამ დაასრულა მუშაობა უშეცდომოდ' .

შედეგად, B კომპიუტერიდან ინტარნეტიდან ფაილების გადმოწერის პროცესი დამთავრდა. ახლა საჭიროა თვითონ პროგრამის 'SuperFin' განახლება A კომპიუტერიდან.
ამისათვის გადაიწერეთ სერვერიდან ჩამოტვირთული ფაილები ( Update.cab და Update.Inf ) B კომპიუტერიდან  A კომპიუტერში, სასურველ საქაღალდეში და A კომპიუტერიდან გაუშვით შესრულებაზე განმაახლებელი SuperFinUpdater . ეს შესაძლებელია პროგრამის 'SuperFin' ინსტრუმენტების ზოლში  პიქტოგრამაზე თაგვის ზემოქმედებით. ან, თუ თქვენ სისტემაზე ერთხელ მაინც გაქვთ განახლებული პროგრამა 'SuperFin' , 'SuperFinUpdater' -ის შესრულებაზე გაშვება შეგიძლიათ Windows® 95/98/NT/2000 გარემოში 'Start' მენიუში მდებარე ქვემენიდან Programs/GSS/SuperFin Updater/SuperFinUpdater.
ჩვენ გირჩევთ,
განმაახლებელი გაუშვათ თვითონ პროგრამიდან, ამ შემთხვევაში რედაქტირებადი ველი 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად იქნება შევსებული თქვენს კომპიუტერზე დარეგისტრირებული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერით.
განმაახლებლის შესრულებაზე გაშვების შედეგად გახსნილი ფანჯარა შემდეგნაირად გამოიყურება:

რედაქტირებად ველში 'შეიყვანეთ სარეგისტრაციო ნომერი' ავტომატურად ეთითება თქვენს კომპიუტერზე დარეგისტრირებული პროდუქტის სარეგისტრაციო ნომერი.
ინსტალაციის პროცესის დისკეტიდან გაშვებისას, ველიში 'აირჩიეთ განახლების მეთოდი' - მონიშნეთ - 'დისკეტიდან'.
ველში 'ვერსია'  ამოირჩიეთ თქვენს კომპიუტერზე დაყენებული პროგრამის SuperFin ვერსია.
ველში 'მიუთითეთ ინსტალაციის საწყისი საქაღალდე' მიუთითეთ დისკი და საქაღალდე, რომლეშიც ჩაწერეთ ინტერნეტიდან B კომპიუტერის საშუალებით გადმოწერილი ფაილები. დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.

მონაცემების სწორად მითითების შემთხვევაში  ეკრანზე მიიღება ფანჯარა 'ინფორმაცია':
სადაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ თქვენს მიერ შეტანილი ინსტალაციის პარამეტრები და გამოდის შეტყობინება: გთხოვთ გათიშოთ ყველა გაშვებული პროგრამა SuperFin. წინააღმდეგ  შემთხვევაში განახლების ინსტალაციის პროცესი არ გაგრძელდება.
პარამეტრების შეცვლის საჭიროებისას გამოიყენეთ ღილაკი 'წინა' და თქვენ ავტომატურად გადახვალთ ინასტალაციის წინა ფანჯარაში.
წინააღმდეგ  შემთხვევაში კი დააჭირეთ ღილაკს 'შემდეგი'.
პროგრამაში განახლების შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი სიახლეებისა და ცვლილებების დროს (მაგ. ბაზის სტრუქტურის ცვლილებისას ) იხსნება ფანჯარა 'ყურადღება':

გაეცანით ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას და მხოლოდ აღწერილი მითითებების შესრულების შემდეგ მონიშნეთ ველი 'წავიკითხე' და გააგრძელეთ ინსტალაციის პროცესი.
შედეგად იხსნება ფანჯარა 'განახლება' და იწყება თვითონ პროგრამის SuperFin განახლების პროცესი.

აღნიშნული პროცედურის წარმატებით ჩატარების ნიშნად ფანჯარაში 'დასასრული' მიიღებთ შეტყობინებას 'ინსტალაცია უშეცდომოდ დასრულდა'.
ველი 'კომპიუტერის გადატვირთვა' ავტომატურად მონიშნულია და ღილაკზე 'თანხმობა' დაჭერა გამოიწვევს სისტემის გადატვირთვას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეის გამო არ გსურთ მიმდინარე მომენტში კომპიუტერის გადატვირთვა, ინსტალაციის პროცესი დასრულებულად არ ითვლება.


 
     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge