SuperFin | ჩვენს შესახებ | პროდუქტები
1.jpg (4851 bytes)
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 

მყიდველების დავალიანება ექსპედიტორების მიხედვით

ინსტრუქცია ანგარიშგების  გადმოწერისათვის :

ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულეთ შემდეგი მითითებები.

ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.4
მყიდველების დავალიანება ექსპედიტორების მიხედვით

ანგარიშგების ფორმის შექმნა

გამოძახება
Alt-R სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'GSS მონაცემები' ქვემენიუ 'ანგარიშგებები'.
აღწერა:
ფანჯარა ანგარიშგებები
ანგარიშგება ’მყიდველების დავალიანება ექსპედიტორების მიხედვით’ იძლევა არჩეულ ექსპედიტორთან დაკავშირებული მყიდველების ანგარიშებზე არსებული დავალიანებების შესახებ ინფორმაციას მითითებული თარიღის მდგომარეობით.

ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'მყიდველების დავალიანება ექსპედიტორების მიხედვით' და გაუშვით შესრულებაზე პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშის გამოყენებით.
 
ვთარიღის ველი შევსებულია კალენდრით დაყენებული მიმდინარე თარიღით.

კლავიატურაზე 'Ctrl+Space' კლავიშების კომბინაციით ან პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით გახსნილ კალენდრის ფანჯარაში შეგიძლიათ შეცვალოთ აღნიშნული თარიღი.
ვველში 'მყიდველი' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ ინფორმაციის მიღება და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით..
ველში 'ექსპედიტორი' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ექსპედიტორის ანგარიში, რომელზეც გსურთ ინფორმაციის მიღება და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.   
ველში 'ტიპი' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ჯგუფური ტიპის ფანჯარა, რომლის ელემენტებია: 'საბალანსო', 'არასაბალანსო' და 'საბალანსო+არასაბალანსო'. აღნიშნული ველის საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ ველში 'მყიდველი' მითითებულ კონკრეტულ ანგარიშზე საბალანსო, არასაბალანსო ან საბალანსო+არასაბალანსო ინფორმაციის მიღებისა. გააკეთეთ თქვენი არჩევანი და დააფიქსირეთ იგი 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა:
შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge