SuperFin | ჩვენს შესახებ | პროდუქტები
 
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 

შემოსავლის ორდერები

ინსტრუქცია  ანგარიშგების  გადმოწერისათვის :

ანგარიშგების ფორმის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ანგარიშგების ფორმის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4
შემოსავლის ორდერები
არასაბალანსო შემოსავლის ორდერები

ანგარიშგების ფორმის შესრულება

გამოძახება
Alt-R სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'მონაცემები' ქვემენიუ 'ანგარიშგებები'.
აღწერა:
ანგარიშგებების ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'შემოსავლის ორდერები' და გაუშვით შესრულებაზე პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშის გამოყენებით.

იხსნება ფანჯარა 'შემოსავლის ორდერების გამობეჭდვა':

მიუთითეთ დროითი პერიოდი, რა პერიოდშიც გსურთ შექმნილი შემოსავლის ორდერების საბუთების დაბეჭდვა.

ველი  'საწყისი თარიღი' ავტომატურად შევსებულია კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასაწყისით. კლავიატურიდან ან 'Ctrl+Space' ან პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ველის მნიშვნელობა და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.
ველი  'საბოლოო თარიღი' ავტომატურად შევსებულია კალენდრით დაყენებული ბრუნვის პერიოდის დასასრულით. კლავიატურიდან ან 'Ctrl+Space' ან პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ველის მნიშვნელობა და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.
ღილაკზე 'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ეკრანზე მიიღება მითითებულ დროით პერიოდში შექმნილი შემოსავლის ორდერები.
შეგიძლიათ გამობეჭდოთ მიღებული დოკუმენტი.

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge