ანგარიშგებების
ფანჯრის ანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა 'საბუთების გამობეჭდვა' და გაუშვით შესრულებაზე
'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
შედეგად გახსნილ საბუთების გამობეჭდვის ფანჯარაში თქვენ შესაძლებლობა
გაქვთ
პიქტოგრამაზე ზემოქმედებით აირჩიოთ საბუთების ტიპი: `შესრულებული`, `შეუსრულებელი`
და `არასრულად შესრულებული`.
აგრეთვე გაქვთ შესაძლებლობა
პიქტოგრამაზე
ზემოქმედებით ამოირჩიოთ ბალანსის სასურველი ტიპი:`საბალანსო` ან
`არასაბალანსო`.
პერიოდში ველის `ყველა`
მონიშვნის შედეგად თქვენ გამობეჭდილ ფორმაში მიიღებთ თქვენი პროგრამის ბაზაში არსებულ
ყველა იმ ტიპის საბუთს, რა ტიპიც გექნებათ არჩეული სა ბუთების ტიპის არჩევანში.
აგრეთვე შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია
გარკვეული დროით შუალედში საბუთებზე.
ამისათვის მონიშნეთ -
ველი `პერიოდის მიხედვით`. შედეგად გააქტიურებული თარიღების ველებში ავტომატურად შევსებულია პროგრამის კალენდრით დაყენებული ბრუნვის
პერიოდის დასაწყისითა და დასასრულით.
კლავიატურიდან 'Ctrl+Space' ან
პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით შეგიძლიათ
შეცვალოთ თარიღები და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი
პერიოდი.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter'
კლავიშით ეკრანზე მიიღება სასურველ პერიოდში, არჩეულიტიპის საბუთების
სია.
ხშირად, დენის გამორთვის, დაზიანების, ან რაიმე ობიექტური
მიზეზის გამო თქვენი კომპიუტერი ირთვება, ავარიულად იხურება ამ დროს გაშვებული პროგრამები.
ასეთ სიტუაციაში, თუ პროგრამაში SuperFin
შესრულებაზე გქონდათ გაშვებული რაიმე საბუთი იგი შეიძლება არაკორექტულად შეიქმნას.
ანუ ბაზაში არსებობდეს საბუთი, მაგრამ არ იყოს შესაბამისი გატარებები.
სწორედ ასეთი საბუთების აღმოჩენას ემსახურება ერთ-ერთი საბუთის ტიპი
'არასრულად შესრულებული'. მათი სიის დათვალიერების შემდეგ თქვენ
უპრობლემოდ შეგიძლიათ აღმოფხვრათ არსებული პრობლემა და გაასწოროთ
პროგრამის ბაზაში ობიექტური მიზეზების გამო შექმნილი უზუსტობები. ამისათვის საკმარისია
აღნიშნულ ფორმაში ჩამოთვლილი საბუთების ხელახალი შესრულება.
Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail:SuperFin@gss.ge