ანგარიშგებების
ფანჯრისანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა
'ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი დეტალიზაციით'
და გაუშვით შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან
'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
ფანჯარის
ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი დეტალიზაციით ველში 'ანგარიში'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ
დეტალიზებული მოძრაობის ამონაწერის მიღება და დააფიქსირეთ
'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი
ზემოქმედებით.
ველში 'ტიპი'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ჯგუფური ტიპის ფანჯარა,
რომლის ელემენტებია: 'საბალანსო', 'არასაბალანსო'
და 'საბალანსო+არასაბალანსო'. აღნიშნული ველის საშუალებით შესაძლებლობა
გეძლევათ ველში 'ანგარიში' მითითებულ
კონკრეტულ ანგარიშზე საბალანსო, არასაბალანსო ან საბალანსო+არასაბალანსო
ამონაწერის მიღებისა. გააკეთეთ თქვენი არჩევანი და დააფიქსირეთ იგი 'Enter'
კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში
'ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რომელშიც გაინტერესებთ ანგარიშიდან
ამონაწერის მიღება.
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ ვალუტა და დააფიქსირეთ 'Enter'
კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველის
'ნაერთი' მონიშვნის
შემთხვევაში პასიურ რეჟიმში მყოფი ველები 'რაოდენობა' და 'კურსი' აქტივიზირდება,
შედეგში მიიღება ნაერთი ამონაწერი მონიშნული ანგარიშიდან არჩეულ ვალუტაში
მითითებული კურსით.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით ეკრანზე
მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი
დეტალიზაციით - ნაშთის ტიპის მითითებით
კალენდრის საშუალებით დაყენებული დროითი პერიოდისათვის.