ანგარიშგებების
ფანჯრისანგარიშგების ფორმების სიაში მონიშნეთ ფორმა
'ანგარიშის ბარათი' და გაუშვით
შესრულებაზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან
'Enter'
კლავიშის გამოყენებით.
ანგარიშის ბარათი და ანგარიშის ბარათები - დაყოფით ერთი ტიპის
ანაგრიშგებებია. ანგარიშის ბარათი - დაყოფით გამოირჩევა ანგარიშგებისგან ანგარიშის ბარათი
იმით, რომ თვითოეული ბარათის ამონაწერი იბეჭდება ცალკეულ გვერდზე.
ხოლო ანგარიშგება ანგარიშის ბარათი ბეჭდავს ბარათების ამონაწერებს ერთ
გვერდზე მიმდევრობით განთავსებული სახით.
ინფორმაციის
გამეორების თავიდან აცილების მიზნით გთავაზობთ მხოლოდ ანგარიშგების ანგარიშის
ბარათი მაგალითის განხილვას.
ანგარიშგება ანგარიშის ბარათი სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, იძლევა
საშუალებას გააკონტროლოთ ძირითადი ანგარიში მისი ბარათების დონეზე. ანგარიშის
ბარათის ანგარიშგების საშუალებით სისტემა იძლევა ორ განყოფილებიან
ამონაწერს. ანგარიშგების პირველ განყოფილებაში მოცემულია ძირითადი ანგარიშის ყველა
ბარათზე ბრუნვა, განურჩევლად იმისა იყო მოცემულ ბარათებზე მოძრაობა თუ არა.
ანგარიშგების მეორე განყოფილებაში გეძლევათ დეტალური ამონაწერი მხოლოდ იმ
ბარათებზე რომლებზეც დაფიქსირებულ იქნა თანხების მოძრაობა.
ფანჯრის ამონაწერის გამობეჭდვა (ანგარიშის ბარათი) ველში 'ანგარიში'
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. ამოირჩიეთ ანგარიშის ბარათი, რომელზეც
გსურთ მოძრაობის ამონაწერის მიღება და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი'Enter'
კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში 'ტიპი' პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით იხსნება ჯგუფური ტიპის ფანჯარა,
რომლის ელემენტებია: 'საბალანსო', 'არასაბალანსო' და 'საბალანსო+არასაბალანსო'.
აღნიშნული ველის საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ
ველში 'ანგარიში' მითითებულ კონკრეტულ ანგარიშზე საბალანსო, არასაბალანსო
ან საბალანსო+არასაბალანსო ამონაწერის მიღებისა. გააკეთეთთქვენი
არჩევანიდადააფიქსირეთ
იგი
'Enter' კლავიშით ან 'თაგვის'
მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველში
'ვალუტა' მიუთითეთ ვალუტა, რომელშიც გაინტერესებთ ანგარიშიდან
ამონაწერის მიღება. პიქტოგრამაზე
'თაგვის' მოქმედებით იხსნება
ვალუტების ტიპების ფანჯარა. ამოირჩიეთ ვალუტა და დააფიქსირეთ 'Enter'
კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ველის
'ნაერთი' მონიშვნის
შემთხვევაში პასიურ რეჟიმში მყოფი ველები 'რაოდენობა' და 'კურსი' აქტივიზირდება,
შედეგში მიიღება ნაერთი ამონაწერი
მონიშნული ანგარიშიდან არჩეულ ვალუტაში მითითებული კურსით.
ღილაკზე
'გამობეჭდვა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით ეკრანზე
მიიღება შესრულებული ანგარიშგების ფორმა: ანგარიშის ბარათზე მოძრაობის ამონაწერი -
ნაშთის ტიპის მითითებით
კალენდრის საშუალებით დაყენებული დროითი პერიოდისათვის.