SuperFin | ჩვენს შესახებ | პროდუქტები
ოპერაციის ტიპები
ანგარიშგების ფორმები
 
 დანარიცხები ხელფასზე

ინსტრუქცია ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის :

ოპერაციის ტიპის გადმოწერისათვის შეასრულედ შემდეგი მითითებები.

ოპერაციის ტიპის გადმოწერა პროგრამისათვის :

SuperFin 6.3/6.4 დანარიცხები ხელფასზე.

საბუღალტრო ოპერაციის ჩატარება ოპერაციის ტიპის გამოყენებით

გამოძახება
F4 სწრაფი გადასვლის ზოლის განყოფილება 'SuperFin' ქვემენიუ 'საბუღალტრო ოპერაციები'.
აღწერა:
ოპერაციის ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში   პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Insert', 'Ctrl-N' კლავიშთა კომბინაციით იხსნება საბუღალტრო ოპერაციის რედაქტირების ფანჯარა (არასაბალანსო ოპერაციის შემთხვევაში შესაბამისად პიქტოგრამაა-, კლავიში-'Alt-N').
ოპერაციის რედაქტირების ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Ctrl-O' კლავიშთა კომბინაციით იხსნება ოპერაციის ტიპების ფანჯარა:

მონიშნეთ ოპერაციის ტიპი დანარიცხები ხელფასზე
პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით ან 'Enter' კლავიშით ხდება მონიშნული ოპერაციის ტიპის შესრულება.

ველში 'დარიცხული ხელფასი' შეიტანეთ მომსახურე პერსონალზე დარიცხული ხელფასის თანხის ოდენობა.

ველში 'სოც. დაზღვევის ანგარიში' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. მონიშნეთ ანგარიში, სადაც ხდება მომსახურე პერსონალზე დარიცხული ხელფასიდან საპენსიო ფონდში გადასახადის დაკავება  და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.

ველში 'ჯან. დაცვა' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. მონიშნეთ ანგარიში, სადაც ხდება მომსახურე პერსონალზე დარიცხული ხელფასიდან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში გადასახადის დაკავება  და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.

ველში 'დასაქმების ანგარიში' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. მონიშნეთ ანგარიში, სადაც ხდება მომსახურე პერსონალზე დარიცხული ხელფასიდან დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში გადასახადის დაკავება  და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.

ღილაკზე'გადათვლა' 'თაგვის' ზემოქმედებით მოხდება ფონდებში გადასარიცხი თანხების დათვლა მომსახურე პერსონალზე დარიცხული ხელფასის 27%, 3% და 1% შესაბამისად და შეივსება ამ ველების გასწვრივ არსებული უჯრები.
შეგიძლიათ შეცვალოთ ეს თანხები თქვენი სურვილისამებრ.
ველში 'დარიცხვის ანგარიში' პიქტოგრამაზე 'თაგვის' მოქმედებით იხსნება ანგარიშთა გეგმის ფანჯარა. მონიშნეთ ანგარიში, რომელსაც იყენებთ მომსახურე პერსონალთან შრომის ანაზღაურებით ანგარიშსწორების აღსარიცხავად და დააფიქსირეთ 'Enter' კლავიშით ან 'თაგვის' მარცხენა ღილაკზე ორჯერ სწრაფი ზემოქმედებით.
ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან 'Enter' კლავიშით შესრულდება საჭირო საბუღალტრო გატარებები.
შედეგში ფანჯარაში 'საბუღალტრო ოპერაცია' არსებული ველი 'შინაარსი' ავტომატურად შეივსება ოპერაციის შინაარსით, ხოლო ფანჯრის ქვედა განყოფილებაში აისახება შესაბამისი გატარებები.

ღილაკზე 'თანხმობა' 'თაგვის' ზემოქმედებით ან
'Enter' კლავიშით შესრულებული ხელფასიდან დაკავებების ოპერაცია დაემატება საბუღალტრო ოპერაციების სიაში.
აღსანიშნავია, რომ მომსახურე პერსონალის ხელფასთან დაკავშირებული სხვა დარიცხვა-დაკავებების შესაბამისი საბუღალტრო გატარებები ავტომატურად სრულდება ხელფასის საბუთების შექმნისას (განყოფილება 'ფული').

     Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
     E-mail: SuperFin@gss.ge