Georgian Software Systems 

 დასაწყისი | გამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | სერვისი | მოგვწერეთ 1.jpg (4851 bytes)
1.jpg (4851 bytes)


 


შ. პ. ს. "Georgian Software Systems"   დაარსდა 1996 წელს. პირველივე წლიდან ფირმამ დაიმკვიდრა ლიდერის ადგილი მაღალი ხარისხის პროგრამული პროდუქტების შექმნასა და რეალიზაციაში ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი ცივილიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

ფირმა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროგრამისტებით, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ პროგრამული პროდუქტების შექმნაზე.

ფირმის დღევანდელი საქმიანობაა:
  • პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისა და
    ადაპტაციისათვის საჭირო მომსახურების გაწევა;
  • პროგრამული უზრუნველყოფით ვაჭრობა;

დღეისათვის ჩვენს მიერ ბაზარზე გამოტანილია ორი პროგრამული პროდუქტი:

   1."SuperFin"  - საბუღალტრო აღრიცხვის სრული ავტომატიზაცია, რომლითაც სრულად და მარტივად ეწყობა ნებისმიერი ფირმის ან საწარმოს საბუღალტრო საქმიანობა.

   2."GSS კოდექსი"  - ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის მარეგულირებელ დოკუმენტებს.

ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფათა კლიენტი გახდა საქართველოში არსებული მრავალი პატარა თუ დიდი, სოლიდური სტრუქტურა. ყველას, ვისაც გააჩნია ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილება, აქვს სურვილი   გააფართოვოს და გააღრმავოს იგი. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტების მომხმარებელთა   სია დღითიდღე იზრდება.

დღეისათვის ფირმა "Georgian Software Systems" ლიდერია საქართველოში პროგრამული სისტემების შექმნაში!


  Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd
  E-mail: service@gss.ge