დასაწყისიგამოწერა | ჩვენს შესახებ | პროდუქტები | მოგვწერეთ
 
GSS კოდექსი
ინფორმაცია პროდუქტზე
განახლების პაკეტი
Demo ვერსია
პარტნიორები
ფასები და
მომსახურების ტარიფები
მომხმარებლის
სახელმძღვანელო
 
პროგრამული პროდუქტის ზოგადი აღწერა:
 ინფორმაციის წყაროები:
პროგრამის 'GSS კოდექსი' ინფორმაციული წყაროებია საქართველოში არსებული ოფიციალური პერიოდული გამოცემები და საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების და დამატებების მიმღები შესაბამისი ორგანოები.
 მონაცემთა ბაზის შემადგენლობა:
პროგრამის 'GSS კოდექსი' მონაცემთა ბაზა შეიცავს: 
* საქართველოს პარლამენტის მიერ 1990 წლიდან მიღებულ კანონებს და საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს;
* საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებს, ბრძანებულებებს და განკარგულებებს (სრული ნუსხა);
*  საქართველოს მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
* 1996 წლიდან ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში;
 მონაცემთა ბაზის განახლებადობა:
ახალი და განახლებული ნორმატიული აქტები ყოველდღიურად აისახება პროგრმის `GSS კოდექსი` ინტერნეტ სერვერზე. თქვენ შეგიძლიათ Online რეჟიმში იმუშაოთ იმ ნორმატიულ აქტებთან , რომლებიც ჯერ არ გაქვთ განახლებული ლოკალურ მონაცემთა ბაზაში. ასევე შესაძლებელია სასურველ დროს პროგრამას დაავალოთ ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატური განახლება ან სურვილისამებრ განაახლოთ იგი.
 მახასიათებლები:
'GSS კოდექსი' გაძლევთ საშუალებას:
* ოფისიდან გაუსვლელად გაეცნოთ საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებს და მათში შეტანილ ყველა ცვლილებას;
* ყოველდღიურად, ინტერნეტის საშუალებით (Online რეჟიმში) ავტომატურად მიიღოთ ახალი და განახლებული ნორმატიული აქტები;
* აწარმოოთ ძებნა, როგორც თქვენს კომპიუტერზე, ასევე ინტერნეტში ფირმის GSS ინტერნეტ სერვერზე არსებულ ბაზაში;
* მოიძიოთ ნორმატიული აქტი მისი სახის მიმღები ორგანოს, დარგის ქვეყნის და ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ მინიჭებული, სარეგისტრაციო კოდის მიხედვით;
* აწარმოოთ ძებნა, ეკრანზე მიმდინარე მომენტში არსებულ ტექსტში.
* იმუშაოთ რამდენიმე ნორმატიულ აქტთან პარალელურად სხვადასხვა ფანჯარაში;
* მიიღოთ ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებების ისტორია;
* მიიღოთ თითოეული ნორმატიული აქტი, კოდიფიცირებული ნებისმიერი თარიღის მდგომარეობით (მასში შეტანილი ცვლილების მიხედვით);
* იხილოთ ცვლილებები, რომლებიც შეტანილ იქნა არჩეულ ნორმატიულ აქტში;
* მოახდინოთ შედარება ეკრანზე ერთდროულად გამოტანილ, სასურველი ნორმატიული აქტის სხვადასხვა თარიღში მოქმედ ორ ვერსიას შორის;
* სარჩევის მეშვეობით სწრაფად და მოქნილად იმოძრაოთ კანონების მრავალდონიან სტრუქტურაში;
* სანიშნის სისტემის საშუალებით შესაძლებელია, სისტემატიურად პრიორიტეტულ ნორმატიულ აქტებზე მითითებული ბმულების ჩანიშვნა და მათი მართვა სასურველი და თქვენს მიერ შექმნილი იერარქიის მიხედვით;
* მოძებნოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერ დონეზე (მაგალითად, კანონების, კარების, თავების, მუხლების და ა.შ.);
* გადაიტანოთ (გადააკოპიროთ) სასურველი ნორმატიული აქტი ნებისმიერ რედაქტორში (Word, Excel, PageMaker, FrontPage და ა. შ.);

 *  GSS კოდექსთან მუშაობის დეტალურ აღწერას შეგიძლიათ გაეცნოთ Online დახმარების საშუალებით!

Copyright ® 1997 Georgian Software Systems Ltd.
E-mail: mailto:GSSCode@gss.ge